რეზონანსი
17.10.2020

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ რვა პაციენტმა დატოვა.

ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 120 პაციენტი რჩება, აქედან 107 კოვიდინფიცირებულია. ინფიცირებულთაგან ხუთი არასრულწლოვანია, ისინი ზუგდიდის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

კლინიკაში მოთავსებული 16 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 13 პაციენტი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცხელებითა და სხვა რესპირატორული სიმპტომებით არის შეყვანილი. მათ უკვე ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×