რეზონანსი
17.10.2020

80 წლის დედა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია, რატომ დასჭირდა მის შვილს თავის ქალის ოპერაცია მაშინ, როცა კლინიკაში მუცლის ტკივილით შეიყვანეს. თენგიზ პაჭკორია კლინიკა "ოპტიმალ მედიში" რეანიმაციაში გარდაიცვალა. პაჩკორია I ჯგუფის ინვალიდი და ომის ვეტერანი იყო, ოჯახი ამტკიცებს, რომ ომის ვეტერანს სასიკვდილო არაფერი სჭირდა. ოპერაცია კლინიკიდან გამოწერამდე ერთი დღით ადრე ჩაუტარდა.

გამოწერამდე ერთი დღით ადრე, აფხაზეთის ომის ვეტერანის მდგომარეობა საბუთების მიხედვით დამძიმდა. ფორმა ასში ვკითხულობთ, რომ გამოწერამდე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უარყოფითი დინამიკით შეფასდა. გარდაცვლილის დედას უჩნდება კითხვები, თუ მისი შვილი 9 დღის განმავლობაში კარგად იყო, რატომ დამძიმდა მდგომარეობა მაინცდამაინც გამოწერამდე ერთი დღით ადრე. პასუხი კი ექიმებს გარდა საბუთებში ჩაწერილი დიაგნოზისა არაფერი აქვთ და ვერ ხსნიან რა მოხდა. ჩატარებული კატე კვლევით, თენგიზ პაჩკორიას დაუდგინდა თავის ტვინში ჩაქცევა, რის გამოც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

გარდა ამ ბრალდებებისა, გარდაცვლილის დედა ამტკიცებს, რომ უმძმესი ოპერაციის შესახებ ინფორმირებული არ იყო. პაციენტის სამედიცინო წიგნში დევს დედის მიერ ხელმოწერილი საბუთი, რომლის მიხედვითაც მარგო მებაღიშვილი ჩასატარებელ ოპერაციაზე ქირურგს ნებას რთავდა, თუმცა ქალი ამტკიცებს, რომ ექიმებმა ის მოატყუეს და რეალურად სხვა ოპერაცია უთრეს, რაზეც ხელის მოწერას ადასტურებს. ექიმები გარდაცვლილის დედის ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მშობელმა ყველაფერი იცოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×