რეზონანსი
17.10.2020

უბედური შემთხვევა მოხდა ასპინძის სოფელ რუსთავში. ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მცირეწლოვანი გაჩერებული მანქანის ქვეშ შეძვრა, მძღოლმა კი ამის შესახები არაფერი იცოდა.

"რძეს რომ კრებს მოსახლეობაში, ფორდის მიკროავტობუსი, ეგ მანქანა იყო სახლთან გაჩერებული. ბავშვი არავის დაუნახავს. მძღოლი დაჯდა, დაქოქა და გადაუარა," - ამბობენ ადგილობრივები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×