რეზონანსი
17.10.2020

არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროვოკაციებით, ყველანაირი წესების დარღვევით მიაყენონ ჩრდილი ჩვენს გამარჯვებას, - ასე გამოეხმაურა გიორგი გახარია ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩატარებულ გუშინდელ აქციას.

პრემიერ-მინისტრმა სხვა თემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაზე დიდი მიზანი სამუშაო ადგილების შექმნაა.

„საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, არის სამუშაო ადგილები, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. სამუშაო ადგილების შექმნა არის ყველაზე დიდი მიზანი. მარტივია, სახელმწიფოს ვალდებულება შემდეგშია - ჩვენ უნდა შევქმნათ ყველანაირი პირობები იმისთვის, რომ მშრომელმა, პატიოსანმა ადამიანმა შეძლოს ღირსეული შრომით ღირსეულად არჩინოს ოჯახი. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება ოქტომბრის არჩევნებში, 31 ოქტომბერს გამარჯვება. გამარჯვება იმისთვის, რომ ბევრი დაწყებული საქმე ღირსეულად და გამარჯვებამდე გავიყვანოთ ბოლოში. დარწმუნებული ვარ იმ მხარდაჭერაში, რომელსაც ყოველდღე ვგრძნობთ ჩვენი მოქალაქეებისგან, მაგრამ აქ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გავიმარჯვებთ და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ღირსეულად.

არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროვოკაციებით, ყველანაირი წესების დარღვევით მიაყენონ ჩრდილი ჩვენს გამარჯვებას, ამიტომ უნდა გავუძლოთ ყველაფერს, იმასაც უნდა გავუძლოთ, რაც მოხდა გუშინ ბათუმში, უაღრესად უპასუხისმგებლო ქმედებას. უფრო მეტიც, შენი მოქალაქეების, თანამოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებას, მაგრამ ამასაც უნდა გავუმკლავდეთ, აქ მთავარი არის შემდეგი - არჩევნებიც გაივლის, ვირუსსაც დავამარცხებთ, ეკონომიკურ კრიზისსაც დავამარცხებთ, მაგრამ არ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ჩვენი შვილების თვალებში ჩახედვა მერე შეგვრცხვეს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გავიმარჯვებთ, მაგრამ ამ გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ სამართლიანად და უდიდესი ღირსების გრძნობით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×