რეზონანსი
02.10.2020

სტიქიის შედეგად, უმძიმესი ვითარებაა აჭარაში. ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, მიწის მასის ქვეშ 5 ადამიანია მოყოლილი - სამი სტიქიის დროს სახლში, ორი კი ავტომანქანაში იმყოფებოდა.

სახლი მთლიანად მიწის მასამ დაფარა. შესაბამისად ამ დროისათვის უცნობია რა მდგომარეობაში არიან ადამიანები და არის თუ არა მსხვერპლი.

„სოფელში ადამიანებს ეძებენ“  – დაადასტურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

სტიქია აჭარაში რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×