რეზონანსი
01.10.2020

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე ცენტრალური გზა და რამდენიმე მაღაზია დაიტბორა. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, აღნიშნული გზის მონაკვეთზე დატბორვა ხშირად ხდება, რის გამოც ბათუმის მერიას ადანაშაულებენ, რადგან წყლის შესაბამისი არხები არ არის მოწესრიგებული.

აღსანიშნავია, რომ უხვი ნალექის გამო წყლის მასა დაგროვდა ე.წ. ჭაობის დასახლებაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც, სადაც ქვეითებს გადაადგილება უჭირს.

"აჭარაში უხვი ნალექის გამო, ამ დროისთვის 30-მდე გამოძახება იყო. ყველაზე მოხდა რეაგირება. არავინ დაშავებულა. გამოძახების უმეტესობა ეხებოდა ეზოების დატბორვას", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრობლემურ ადგილებზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი იმყოფებოდა. "უხვი ნალექის გამო, რამდენიმე ქუჩაზე პრობლემა შეიქმნა. ადგილზე იმყოფებიან ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები", - აცხადებენ მერიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×