რეზონანსი
01.10.2020

თენგიზ ცერცვაძე ამ დრომდე მედიასთან არ გამოჩენილა, თუმცა ჟურნალისტები მას ინფექციურ საავადმყოფოში 19:00 საათისთვის ელოდებიან, სადაც ის სავარაუდოდ მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძემ უკვე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილით, თუმცა უწყებაში ამ დრომდე კომენტარი არ გაკეთებულა.

ინფექციური დირექტორის სავარაუდოდ გადადგომის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ მის თანამშრომლებსაც. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე ცერცვაძის გადადგომას არ ადასტურებს. „ქრონიკასთან" საუბარში ის ამბობს, რომ დაზუსტებული ინფორმაცია არავის აქვს.

„მე მასთან წუხელ მქონდა კომუნიკაცია და თანამდებობიდან გადადგომაზე არ უსაუბრია"- აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვაი ვაი   (01.10.2020)
ლაო ბაბუმ პარლამენტში უნდოდა და ალაო და გაბლაზდი:))


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×