რეზონანსი
01.10.2020

აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 55 დაშავდა. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით, მსხვერპლის რიცხვი დღეს კიდევ ორი მოქალაქით გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, დაღუპულია გაჯიმამედლის დასახლებაში მცხოვრები 54 წლის მამაკაცი და მისი 24 წლის შვილი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტოს მონაცემებით, კონტრიერიშის შედეგად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ფუზული-ჯებრაილის მიმართულებით ტერიტორიების გათავისუფლება შეძლეს რაიონებში - აშაღი აბდურრახმალი, გარახანბეილი, გარვენდი, ქენდ გორადიზი, იუხარი აბდურრახმანლი ფიზულიში, ასევე ბეიუქ მერჯანლისა და ნიუზგერ ჯეიბრაილის რაიონებში.

ასევე, მათივე ცნობით, განადგურებულია რამდენიმე პოსტი აგდერეასა და მუროვდაგში. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, მნიშვნელოვანი სიმაღლეები დაიკავეს თალიშის მიდამოებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×