რეზონანსი
01.10.2020

შეცდომები იყო, ცხადია. იდეალური და შეცდომების გარეშე, მგონი, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა" იყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დაუშვა თუ არა ხელისუფლებამ 8-წლიანი მმართველობის პერიოდში შეცდომები.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა 20 ივნისს ხელისუფლების მხრიდან შეცდომა დაშვებული, კალაძე ამბობს, რომ შეცდომა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან იყო.

„20 ივნისი იყო შეცდომა ოპოზიციის მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან არა. გადატრიალება, რევოლუციები, შევარდნა პარლამენტში მძიმეა და ცუდი. უნდა შევთანხმდეთ - ეს იქნება ხელისუფლება, ოპოზიცია თუ კონკრეტული პოლიტიკური წარმომადგენლები, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნების გზით. ეს უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ვის ანდობს ქვეყანას",- განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
meri   (01.10.2020)
კი,მართალი ხარ,შეგიშალეს გავრილოვის ამბორი!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×