რეზონანსი
01.10.2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

“ბოლო რამოდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად მყარდება დოლართან მიმართებაში, რაც ოპტიმისტურ მოლოდინებს ქმნის და მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობისათვის. ვიმედოვნებთ, რომ ლარის კურსის გამყარება შემდგომშიც გაგრძელდება. 

საქართველოში არსებული საწვავის ფასი დამოკიდებულია ორ ძირითად ფაქტორზე: 1. საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platt’s-ის მიხედვით; 2. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში.

ბოლო პერიოდში საწვავის ფასზე გავლენას ახდენდა ძირითადად ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. 

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარი მნიშვნელოვნად მყარდება (დაახლოებით 13 თეთრით), შეიძლება ითქვას, რომ საწვავის მიმდინარე ფასები სტაბილურობას შეინარჩუნებს და არ გაიზრდება, თუ რა თქმა უნდა, ლარი გაუფასურებას არ დაიწყებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×