რეზონანსი
30.09.2020

მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეხების ხაზზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ბოლო ერთ დღე-ღამეში, მოწინააღმდეგემ 130 ადამიანი დაკარგა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ოვანისიანმა განაცხადა.

„მთლიანობაში, ბრძოლები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენმა ჯარმა მოიგერია მოწინააღმდეგის შემოტევები, რომელსაც სრულიად შეცვლილი ჰქონდა ტაქტიკა და შეტევებს სხვადასხვა მონაკვეთებზე ახორციელებდა. ძირითადი იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებები. დაახლოებით 23-24 საათში მოწინააღმდეგემ 130 ჯარისკაცი დაკარგა, დაიჭრა 200-მდე სამხედრო“ , - განაცხადა ოვანისიანმა.

მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა მოწინააღმდეგის 29 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 3 მძიმე საარტილერიო სისტემა, 11 უპილოტო საფრენი აპარატი და 1 „სპმერჩი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×