რეზონანსი
30.09.2020

ქუთაისში კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრი 50-მდე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. აღნიშნული პაციენტები კლინიკაში დადასტურებული „კოვიდ 19“-ით შევიდნენ. მათ აღენიშნებოდათ პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ვირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა გართულება.

გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის არიან როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები, ორსულები და მელოგინეები.

„ამ დროისათვის კოვიდცენტრში 82 პაციენტი რჩება. თითოეულ მათგანს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მედიკოსები უახლოეს დღეებში ემზადებიან გამოჯანმრთელებული პაციენტების ახალი ნაკადის გასაწერად”, – ამბობს კლინიკა „ბომონდის” კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×