რეზონანსი
30.09.2020

სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმება - პროკურატურა სამთავრობო კომისიის საქმიანობას სწავლობს, საგამოძიებო უწყებას არც საეჭვო შეთანხმების დრო უხსენებია და არც კონკრეტული პერსონები, ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილმა გათქვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი აქტიურად საუბრობს თემაზე, რომლის პოლიტიზება მმართველი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია. საკითხის ეროვნული მნიშვნელობის გათვალისწინებით, უპასუხოდ რჩებოდა ის შეტევაც, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ახალი კარტოგრაფიული მასალების ხსენების შემდეგ ოპოზიციისგან მიიღო.

ბევრი წლის წინ საქართველო და აზერბაიჯანი შეთანხმდა, რომ საზღვრების დადგენისას იხელმძღვანელებდნენ კონკრეტული რუკით, რომელიც მოგვიანებით გაუჩინარდა და რომელთან დაკავშირებითაც ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი სავარაუდოდ კონკრეტული პირების ფინანსურ ინტერესებს შეეწირა. სწორედ ამიტომ ისინი საგამოძებო უწყებებისგან ითხოვენ დროულ და ეფექტიან გამოძებას იმისთვის, რომ დაისაჯოს ყველა იმ პირი, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ეს რუკა ნაპოვნია და როგორც ექსპერტები აცხადებენ, დოკუმენტი ქართულ დიპლომატიას პოზიციებს გაუმყარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
tatoo   (01.10.2020)
მერე ეს პირები სად არიან ახლა და მანცდამანიც რუქა რუსეტში აღმოჩნდააა? ტუ რუსეთს დაზვერვამ მოიპარა? რა მისი ასლები არ არსებობდა თუ რა?

ნათი   (30.09.2020)
სად იყო რუკა სად იყო,ვისთან იყო , როგორ ოპოვეთ? საიხარულო ამბავია


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×