რეზონანსი
30.09.2020

„კახა ოქრიაშვილის ჩამოშორებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ოპონენტების მხრიდან წინასაარჩევნო პროვოკაციებზე ისაუბრა.

„გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით, ახლაც გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც უკვე წლებია პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ.

ესენი არიან, პირველ რიგში, ნიკანორ მელია და იმამყულიევი, რომელთა შესრულებით ჩვენ გასული წლების განმავლობაში, არაერთი უმძიმესი საარჩევნო პროვოკაციები ვიხილეთ.

მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, რამაც კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ „ქართული ოცნებიდან" მისი ჩამოშორებით, ჩვენმა პოლიტიკურმა გინდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო,"- განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×