რეზონანსი
30.09.2020

ფოთში "კოვიდ-19"-ით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მათგან ერთს ვირუსი გეგმიური კვლევისას დაუდასტურდა, ხუთი შემთხვევა კი ბათუმს უკავშირდება.

"მიმდინარეობს ეპიდკვლევა, კონტაქტების დადგენა და ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ველოდებით მონაცემების ცვალებადობას. ამ დროისთვის, ფოთში მდგომარეობა კონტროლირებადი და სტაბილურია,"- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×