რეზონანსი
30.09.2020

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ფოთსა და გორში კი საკლასო ოთახებში სწავლას ყველა კლასის მოსწავლე შეძლებს.

თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ.

სწავლის დისტანციურად გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, განაცხადი უნდა გააკეთოთ საიტზე:

online.emis.ge, ან მიმართოთ სკოლას და რეგისტრაციას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×