რეზონანსი
30.09.2020

ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ვერ მოხერხდა დაცვა და მოხუცთა თავშესაფარში კორონავიურსმა შეაღწია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ტრაგიკული გამოცდილება დასავლეთის ქვეყნების, სადაც თავშესაფარში შეღწეულმა ინფექციამ შვედეთში გამოიწვია ძალიან მაღალი ლეტალობა და პრობლემა იყო ის, რომ საავადმყოფოშიც ვერ მიჰყავდათ, აქ საბედნიეროდ ყველა, ვისაც მოხუცთა თავშესაფრიდან დახმარება სჭირდება, გადაყვანილია საავდმყოფოში და ყველაზე მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება უტარდებათ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×