რეზონანსი
30.09.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, ქრონიკული დაავადების დროს კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად დაიღუპება.

უფრო მეტიც, ენდელაძე ამბობს, რომ საქართველოში Covid 19-სგან გამოჯანმრთელებულებს შორის პროცენტულად ძალიან ბევრს თანმხლები დაავადება ჰქონდა.

ამასთან მედიკოსი აღნიშნავს, რომ გარდაცვალება არც ქრონიკულ დაავადებაზეა დამოკიდებული და არც ასაკზე. მისი თქმით, გამოჯანმრთელებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა.

„ყველა, ვისაც თანმხლები დაავადება აქვს, რომ კვდებოდეს დავიღუპებოდით. ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონია, როდესაც თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტი გამოჯანმრთელებულან და თავს ძალიან კარგად გრძნობენ, მათ შორის ასაკოვნებიც. 6192 პაციენტიდან მხოლოდ 36 ადამიანია გარდაცვლილი, ვინმეს ჰგონია, რომ ამდენ ადამიანში მხოლოდ 36 იყო თანმხლები დაავადებით? აქ საუბარია უბრალოდ დაავადების სიმძიმეზე. საქმე იმაშია, რომ ქრონიკული დაავადებები ვირუსის დამძიმებას უწყობს ხელს.

მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ქრონიკული დაავადებები აუცილებლად ლეტალობას არ ნიშნავს. ეს ასე არ არის. უბრალოდ გააჩნია დაავადების სიმძიმესა და ზოგად მდგომაროეობას. მოსახლეობამ არ უნდა მიიღოს ისე, რომ ვისაც ქრონიკული დაავადბა აუცილებლად მოკვდება", - ამბობს „დაიჯესტთან" მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს, 30 სექტემბერს კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 471-ით გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×