რეზონანსი
30.09.2020

რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე 28 სექტემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ელენე ბაშარაულის სოცოცხლე ემსხვერპლა. არასრულწლოვანი მე-16 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო.

ავტომობილის მძღოლი, 23 წლის მამაკაცი, რომელიც ელენეს დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, უკვე დაკავებულია. გ.გ. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ რუსთავიდან ხარაგაულში წავიდა, სადაც 29 სექტემბერს სამართალდამცავებს თავისი ნებით ჩაბარდა. დაკავებულის ადვოკატის ნანა ჯახველაძის განცხადებით, 23 წლის კაცი მომხდარს ნანობს და მზადაა პასუხი აგოს.

"ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, მეც და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც. ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. გვსურს, ვთქვათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. მან პირველად დაინახა ძაღლი, როდესაც მიხვდა, რომ ადამიანიც ახლდა, გვერდით რუსთაველის ქუჩაზე მანქანა გააჩერა. ფეხით მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, ასევე სასწრაფო იყო მისული.

მიხვდა ის, რომ გოგონა არ იყო მიტოვებული და დახმარებას მას ხალხი უწევდა. ძალიან ცუდი კომენტარები მოდიოდა, აღშფოთებული იყო ხალხი, სწორედ ამის შემდეგ დატოვა მან შემთხვევის ადგილი.

შემდეგ იგი გავიდა ქალაქიდან, მობილიზდა, ძალიან განერვიულებული იყო. 23 წლის ბიჭია და პირველად მოხვდა ასეთ სიტუაციაში. საერთოდ პოლიციასთან არ ჰქონია შეხება, ძალიან ცუდი ამბები გავრცელდა. მშრომელი, პატიოსანი ბიჭია, ავტობაზრობაზე მუშაობს. ჰყავს მეუღლე და დღე-დღეზე ელოდება შვილს.

აქედან გამომდინარე, ის თავისი ფეხით ჩაბარდა პოლიციას. ჩვენ და ოჯახი მზად ვართ, ყველანაირად გვერდში დავუდგეთ გარდაცვლილი გოგოს ოჯახს და ყველანაირი დახმარება გავუწიოთ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" დაკავებული გ.გ-ს უფლებადამცველმა.

ადვოკატის განცხადებით, მამაკაცი მაღალი სიჩქარით არ გადაადგილდებოდა და ამის დადასტურება ამავე ავტომობილში მსხდომ კიდევ 2 პირს შეუძლია.

ინფორუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
gio   (30.09.2020)
adokati kiara axuari xar

&&   (30.09.2020)
უი მშრომელი ბიჭია, თან ცოლი ფეხმძიმე ყოფილა, თურმე მომხდარის შესახებ ნანობს, მანქანაში ვიმც ისხდნენ ისინიც ამბობენ რომ მანქანა ძალია ნელა მიდიოდა და შემთხვევით ძაღლს დაეჯახნენ, თურმე ბავშვსაც დასჯახებიან. თურმე ოჯახსაც უსამძიმრებენ. მოკლედ არ არის მძღოლი დასაჭერი, გამოუშვით გარეთ. ფუ, მოგი@@ანთ სამართალი და ლოგიკა, ნაძირლებო.

1234   (30.09.2020)
ვექილის ენას ძვალი არა აქვს. მაქსიმუმი უნდა მიუსაჯონ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×