რეზონანსი
29.09.2020

თბი­ლი­სი-სე­ნა­კი ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა, ორი კი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ავ­ტო­ბან­ზე მოძ­რა­ვი "ნი­სა­ნის" მარ­კის ჯიპი ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა.

„ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, პო­ლიტ­რავ­მით შე­მო­ვი­და. პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა ქალა- ტვი­ნის ტრავ­მა, და­ჟე­ჟი­ლო­ბა, მარ­ჯვე­ნა მხრის მო­ტე­ხი­ლო­ბა, მუც­ლის ღრუს ტრავ­მა, სა­ხის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა. მისი ჯან­მრთლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის უკი­დუ­რე­სად მძი­მე. პა­ცი­ენ­ტი მო­თავ­სე­ბუ­ლია რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. უტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კლი­ნი­კა „გორ­მე­დის“ კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა ხა­თუ­ნა შრუბ­მა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 24 წლის გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე და 27 წლის რო­ი­ნი ელ­ბა­ქი­ძე არი­ან. ისი­ნი ავ­ჭა­ლა­ში ცხოვ­რობ­დნენ. მათ შე­სა­ხებ სწო­რედ ავ­ჭა­ლე­ლე­ბი წე­რენ "ფე­ის­ბუქ­ზე" და უსამ­ძიმ­რე­ბენ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს.

"დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ჩვენს უბან­ში. ავ­ტო­ბან­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას ორი ავ­ჭა­ლე­ლი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუპ­ნენ რო­ი­ნი ელ­ბა­ქი­ძე და გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე.

ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­თა ოჯა­ხებს, ნა­თე­სა­ვებს და მე­გობ­რებს. უფალ­მა და­უმ­კვიდ­როთ ცათა სა­მა­რად­ჟა­მო სა­სუ­ფე­ვე­ლი" - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ახალ­გაზ­რდე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან მივ­ლი­ნე­ბით ქუ­თა­ის­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. უმ­ძი­მე­სი ავა­რია სწო­რედ იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ისი­ნი სახ­ლში, თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

იხილეთ სრულად: Ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Ia nozadze   (30.09.2020)
Gaskda guli amdeni axalgazrdis dagupvit.gmertma natelshi amyofot tqveni suli biwebo.gamzleoba tqvens ojaxexebs


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×