რეზონანსი
29.09.2020

რეანიმატოლოგი ბექა ბახტაძე აცხადებს, რომ "ძალიან ცუდია", როცა საავადმყოფოს წარმომადგენლები და ცალკეული მედიასაშუალებები კორონავირუსით გარდაცვლილეზე საუბრისას, ყოველგვარი სხვა დამატებითი ინფორმაციის გარეშე, ყურადღებას პაციენტის თანმხლებ დაავადებებზე ამახვილებენ. 

მისი თქმით, ამ განცხადების გაგება სრულიად სხვანაირად ხდება.

"ადამიანი, ვისაც არ აქვს სამედიცინო პრობლემები, (ან არ იცის რომ აქვს) ცრუ დასკვნა გამოაქვს, რომ კორონავირუსი უვნებელია მისთვის და მას აქვს "იმუნიტეტი" მის მიმართ;

ადამიანი, ვისაც აქვს ესა თუ ის, განსაკუთრებით მეტად გავრცელებული დაავადება (არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი, ჭარბი წონა და ა.შ) იქმნის არა საჭირო "პანიკას" - ვერ გეტყვით რამდენი მესიჯი მოდის კითხვით "წნევა მაწუხებს და კორონავირუსი საშიშია?" 

უპრიანი იქნება მოხდეს ადეკვატური განცხადების გაკეთება, მონაცემთა შეგროვება და სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა შესახებ (არ არის ძალიან რთული, რისკის სტრატიფიკაცია და ზუსტ მეცნიერებასთან ახლო მონაცემების გამოქვეყნება) 

განცხადებები, რომლებიც ცრუ გამხნევებას ემსახურება, საბოლოო ჯამში ვნებს ზოგადად ვირუსის კონტამინაციას, დაავადების გავრცელების შეზღუდვას", - წერს ბახტაძე.

კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებზე საუბრისას ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლები ხაზს უსვამენ, რომ გარდაცვლილ პაციენტებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×