რეზონანსი
29.09.2020

პანდემიის დაწყებიდან პირველად კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა ყოველდღიური მაჩვენებელი სამასს ასცდა,  დღეს კორონავირუსის 314 შემთხვევა დადასტურდა.

COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობა დღეს 4-ით გაიზარდა. მთლიანობაში კი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ თვეში გაორმაგდა.

ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ისევ აჭარაშია, სადაც COVID-19-ით უკვე ინფიცირებულია მოხუცთა თავშესაფრის 25 ბენეფიციარი და 10 თანამშრომელი. დღესვე სამეგრელოში კორონავირუსი დაუდგინეს მძღოლს, რომელსაც ავტობუსით მოსწავლეები გადაჰყავდა.

რეკორდული სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად ინარჩუნებს თუ არა საქართველო მწვანე ზონის სტატუსს - ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ქვეყანა ღია მწვანე ფერი გახდა, თუმცა ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც დონეებს განსაზღვრავს, უკვე გასცდა იმ ზღვარს, რომელიც საქართველოს სტატუსს აკარგვინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×