რეზონანსი
29.09.2020

რუსთავში მომხდარი საზარელი ავარიის დროს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ყვება, რომ 16 წლის ელენეს 2 წლიდან მისი ბიძაშვილი მარიამ ბაშარული საკუთარი შვილივით ზრდიდა. 

რუსკა მჭედლიძის თქმით, ამ ტრაგედიამ არა მხოლოდ გარდაცვლილის, არამედ, მძღოლის ოჯახიც გაანადგურა. 

“გარდაცვლილი ბავშვი ჩემი მეგობრის ბიძაშვილია. მარიამი ზრდიდა 2 თვიდან. ელენე თურმე ძაღლს ასეირნებდა და გზაზე გადმოდიოდა. მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და შეეჯახა. ის ბიჭი ვინც დაეჯახა, თურმე ჩემი მეზობელია. დილით გავიგე. ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. 23 წლის ბიჭია, ცოლი ჰყავს 7 თვის ორსული. თვითონაც ვერ გამოდის შოკიდან. გაუბედურდა ყველა. თვითონ ჩაბარდა პოლიციას და რა იქნება ოჯახის პოზიცია არ ვიცი, ჯერ ვერაფერზე ვფიქრობთ, უბრალოდ, ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს”

ამასთან, რუსკა მჭედლიძის თქმით, გარდაცვლილის მამამ ჯერ კიდევ არ იცის მისი შვილის გარდაცვალების შესახებ.

“ელენეს მამა ახალგორში ცხოვრობს. სმარტფონი არ აქვს და ჯერ არც კი იცის, რომ მისი შვილი გარდაიცვალა, როგორ ჩამოვა, არ ვიცი”

წყარო: report.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
უფალი გფარავდეთ ამინ   (30.09.2020)
ყველა ვინც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობს პოტენციური მკვლელია! დაფიქრდით!!! სანამ სიჩქარეს გადააჭარბებთ, რო ოჯახი გყავთ და საყვარელი ადამიანები! ნუ გააუბედურებთ ადამიანებს! შეიგნეთ, რო უკვე დამნაშავე ხართ სიჩქარის გადაჭარბებისთანავე!!! 😢😢😢


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×