რეზონანსი
29.09.2020

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გაუარესების გამო, სომეხი ერის არსებობას საფრთხე შეექმნა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ტელეკომპანია „რასია 1“-ზე საუბრისას განაცხადა.

მან მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, დაგმოს ბაქოსა და ანკარას ქმედებები და მოითხოვოს თურქეთისგან გავიდეს რეგიონიდან.

„ვინაიდან, თურქეთის სამხედრო ყოფნა სამხრეთ კავკასიაში კარგს არაფერს გვიქადის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, თურქეთის მაღალი რანგის სამხედროები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საბრძოლო მოქმედებებს ხელმძღვანელობენ.

მისივე განცხადებით, სომხეთი ფლობს ინფორმაციას, რომ თურქეთის არმიის ქვედანაყოფები ნახჩევანში იმყოფებიან.

ფაშინიანის თქმით, მთიანი ყარაბაღის პრობლემა მხოლოდ მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს და მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა დონეზე უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მანამდე უნდა შეწყდეს ძალადობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×