რეზონანსი
29.09.2020

ხა­შურ­ში, ყო­ფი­ლი ქმრის მიერ დაჭ­რი­ლი 23 წლის სა­ლო­მე ჩი­ქო­ვა­ნი ხუთ­თვი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა ქალი ხა­შურ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე, უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლის თან­დას­წრე­ბით, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ დაჭ­რა. შემ­თხვე­ვა 2020 წლის 5 მარტს მოხ­და. ფაქ­ტი ქუ­ჩა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა აღ­ბეჭ­დეს. ექი­მე­ბის გან­ცხდე­ბით, ქალს ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მუც­ლი­სა და გულ-მკერ­დის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

Ambebi.ge გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას, ნინო ჩი­ქო­ვან­საც ესა­უბ­რა:

“გვთხოვს პა­ტი­ე­ბას, ბავ­შვებს დედა არ ყავს და მამა მა­ინც შე­უ­ნარ­ჩუ­ნეო. ისე­თი ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცი, რომ ცი­ხი­დან მალე გა­მო­ვი­დეო. ბავ­შვე­ბი რო სდო­მო­და, დე­დას არ მო­უკ­ლავ­და. ეგ ცი­ხე­ში უნდა დალ­პეს. ისე­თე­ბი ისა­უბ­რა დე­დამ­თილ­მა ჩემს შვილ­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ით, რო­გორ იკად­რა, არ ვიცი. მო­თა­მა­შე იყო ჩემი სიძე და გა­შორ­და ჩემი შვი­ლი, არ უნ­დო­და შე­რი­გე­ბა. აზრი არ აქვს მა­გას­თან შე­რი­გე­ბას, არ იც­ვლე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ. 12 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ჩემს შვილს იმ არა­კაც­მა. შე­რი­გე­ბას აი­ძუ­ლებ­და. თუ არ შე­მი­რიგ­დე­ბი, სხვას­თა­ნაც არ იქ­ნე­ბი და მოგ­კლა­ვო. ახლა კიდე აქეთ გვე­მუქ­რე­ბა, ბავ­შვებს თვა­ლით არ გა­ნა­ხებ, თუ არ და­მეხ­მა­რე­ბი ცი­ხი­დან მალე გა­მოს­ვლა­შიო, მწერს ცი­ხი­დან. რაც შე­იძ­ლე­ბა მკაც­რად უნდა და­სა­ჯონ, რად­გან, სა­ში­შია ყვე­ლას­თვის ეგ ადა­მი­ა­ნი”

28 წლის მი­ხე­ილ ლომ­სა­ძე, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლე, სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ფარ­გლებ­ში გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ინ­ტე­რე­სებს “სა­ფა­რი” იცავ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კა­ტი, ელი­სო რუ­ხა­ძე ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ცი­ხი­დან გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას მუ­ქა­რის წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნის და შუ­რის­ძი­ე­ბით ემუქ­რე­ბა.

იხილეთ სრულად: Ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×