რეზონანსი
29.09.2020

ბუნებრივი აირის მიწოდება-განაწილების კომპანია შპს. „ვარკეთილაირი" სოციალურ ქსელში აბონენტებს მიმართავს და სთხოვს, მრიცხველის ჩვენების ამონაწერი სოციალური ქსელის გვერდზე ან კომპანიის ცხელ ხაზზე გადასცენ, რადგან ადგილზე აღმრიცხველები ვერ მივლენ იმის გამო, რომ ვარკეთილი3-ის, მე-2 მკრ-ის, 30-ე კორპუსის მაცხოვრებელს Covid-19 დაუდასტურდათ.

„ვარკეთილი3-ის, მე-2 მკრ-ის, 30-ე კორპუსის აბონენტთა საყურადღებოდ! აღნიშნულ კორპუსში დაფიქსირდა კორონავირუსი.

აქედან გამომდინარე, აღმრიცხველები ჩვენების ამოსაწერად ვერ შევლენ ამ კორპუსში.

გთხოვთ, მრიცხველის ჩვენებები მოგვაწოდოთ ფეისბუქ გვერდზე, ან დარეკოთ ცხელ ხაზზე (032)227 50 40. პატივისცემით, „​ვარკეთილაირის" ადმინისტრაცია." - წერს კომპანია.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ia   (29.09.2020)
კი მაგრამ ინფიცირბებულები 1000გადსასცდა და დანარჩენს ან სახლი არ აქვთ ან მრიცხველი?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×