რეზონანსი
29.09.2020

ნატო-ს გენერალური მდივნის გზავნილი არის ძალიან ნათელი - დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები განსაზღვრავს, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ნატო-სთან თანამშრომლობის პერსპექტივას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან ნატო-ს გენერალური მდივნკს, იენს სტოლტენბერგის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნატო-ს გენმდივანმა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრობლემაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვიცით, რომ ნატო-ში გაწევრიანება ეფუძნება პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მხრიდან იმ ღირებულებების გაზიარებას, რომლის გარშემოც არის გაერთიანებული ეს ალიანსი, რომელიც არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი და ეფუძნება საერთო პოლიტიკურ ღირებულებებს, როგორიც არის დამოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. ამიტომ, როცა ნატო-ს გენერალური მდივანი ერთი მხრივ, უცხადებს მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანას და გამოთქვამს იმედს, რომ გაგრძელდეს პარტნიორული ურთიერთობები ნატო-სა და საქართველოს შორის და საუბრობს ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ქვეყანაში და გვაფრთხილებს, რომ მოახლოებული არჩევნები იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი ტესტი ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, რომ გზავნილი არის ძალიან ნათელი - დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები 31 ოქტომბერს განსაზღვრავს სხვა ბევრ რამესთან ერთად ჩვენი ქვეყნის ნატო-სთან თანამშრომლობის პერსპექტივას. ეს გზავნილი ამოვიკითხეთ დღეს ძალიან ნათლად ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებაში,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, იენს სტოლტემბერგმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება. "ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის,"- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×