რეზონანსი
29.09.2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი შეწყვიტა. კორონავირუსი სკოლის ორ მოსწავლეს დაუდასტურდა. განათლების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, შესაბამისი სამსახურებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ტესტირების საფუძველზე შავშვების საჯარო სკოლის მეორე და მეათე კლასების ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„აღნიშნულის გამო, დღეს შავშვების სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ველოდებით ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურისგან ოფიციალურ რეკომენდაციას, რომლის საფუძველზეც მივმართავთ განათლების სამინისტროს და მათი გადაწყვეტილების შესაბამისად გადავა აღნიშნული სკოლა სწავლების დისტანციურ მოდელზე. პარალელურად, ეპიდემიოლოგები აგრძელებენ ეპიდკვლევებს," - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 9 შიდა ქართლშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×