დაზღვეული მეწარმეების ზარალის დარეგულირების პროცესი უკვე დაწყებულია.
რეზონანსი
29.09.2020

“ელიავას ბაზრობაზე" ხანძრის შედეგად დაზიანებული მაღაზიების ნაწილი  ჯიპიაი ჰოლდინგშია დაზღვეული. როგორც კომპანიაში აცხადებენ დამწვარია სამშენებლო მასალებისა და საოჯახო ინვენტარის 4 მაღაზია. მწარმეებს ქონების დაზღვევის პოლისი აქვთ გაფორმებული. ჯიპიაის ზარალების რეგულირების ჯგუფი ხანძრის გაჩენისთანავე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე,  ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს შეფასების პროცესი. 

დიმიტრი ძირტკბილაშვილი, "ჯიპიაი ჰოლდინგის” საოპერაციო დირექტორი : “ჩვენი ჯგუფები შეტყობინების შემოსვლისთანავე გაემართნენ შემთხვევის ადგილზე და ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ექსპერტიზის დასკვნისა და შეფასების დასრულებისთანავე, მაქსიმალურად სწრაფად დავიწყებთ ზარალის დარეგულირების პროცესს.  “

პოლისი ბიზნესი, რომლითაც დამწვარი მაღაზიების მფლობელები სარგებლობდნენ ხანძართან ერთად, ითვალისწინებს ისეთი შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, როგორიცაა, სტიქიური მოვლენები, ძარცვა-ყაჩაღობა, ვანდალიზმი და სხვა. ჯიპიაიმ 2017 წელს ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ძლიერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, რომელთაც ქონება და მარაგები  ჰქონდათ დაზღვეული, ჯამში 600 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურა. 2019 წელს ქონების დაზღვევით კომპანიამ სულ 8 483 000 ლარი აანაზღაურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×