რეზონანსი
29.09.2020

ქუთაისის 15-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

50 წლის ქალს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდა. როგორც სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე განმარტავს, პედაგოგს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხება არ ქონია. ის ბოლო კვირების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა და თვითიზოლაციაში იყო.

პარალელურად, შემოწმდა რამდენიმე მასწავლებელი, ყველა პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება სწავლის პროცესს, დირექტორის თქმით, სწავლის გადადება არ იგეგმება და სასწავლო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება. სკოლაში ყველა რეკომენდაცია დაცულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×