რეზონანსი
29.09.2020

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

როგორც თავად პროგრამისტი აცხადებს, ბაჩალიაშვილს არ იცნობდა და მასთან კავშირი არ აქვს, საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი კი ინტერნეტში მოძიებული მასალაა, რომელიც ლუბარეცმა, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ და მხოლოდ ინტერესის გამო მოძებნა.

"მითხრეს, რომ რაღაცები დამისერჩავს, რაც არ უნდა მომეძებნა. ერთ-ერთი ობიექტი არის ბაჩალიაშვილის საქმეში და მე საჯარო რეესტრის საიტზე ამ ობიექტს ვეძებდი. მითხრეს, რომ ამის გამო უნდა აიღონ ჩემი მობილური ტელეფონი და უნდა ნახონ ყველაფერი, რაც ინახება შიგნით. ყველა, ვინც რაღაც ინფორმაციას ეძებს, უნდა დაიბაროთ-მეთქი? კი, ვინც გამოჩნდება, უნდა დავიბაროთ და მათი ტელეფონები ვნახოთო. მითხრეს, ვილა ალგეთზე გქონდა დაკლიკულიო. არც ვიცოდი ამ ობიექტის შესახებ, მაუსით ვაჭერდი უბრალოდ რაღაც წერტილებს და ამის გამო ტელეფონი წამართვეს" - თქვა გიორგი ლუბარეცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×