რეზონანსი
28.09.2020

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა უკვე დასრულდა.

მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა და საქმე არსებით განხილვაში გადავიდა.

ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადეს. 

ერთ-ერთი ბრალდებულის ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის ლელა გოგოლაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაფიც მსაჯულებზე უარს აცხადებს.

"მას აქვს სურვილი, ბოლო ისტანციამდე დაადგინოს მისი სიმართლე, რომ მას ამ მკვლელობასთან შემხებლობა არ აქვს. იბრძოლოს ბოლო წუთამდე და მხოლოდ ამიტომ თქვა უარი სისხლის სამართლის საქმის ნაფიც მსაჯულებზე და არა იმ მოტივით, რომ ამ ყველაფრის მიმართ საზოგადოების აზრი უარყოფითად არის განწყობილი,"- განაცხადა ლელა გოგოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×