რეზონანსი
28.09.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურველია რომ ადამიანები გარეთ სიარულს მოერიდნონ.

„ნაკლები იყოს გარეთ სიარული და სლოგანი „დარჩით სახლში“ ისევ ავამოქმედოთ და ავამუშაოთ, უპირატესად რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე აჭარაში. თხოვნაა განსაკუთრებით აჭარაში, ხანდაზმულები დარჩნენ სახლში და ნაკლებად იარონ გარეთ, რომ ნაკლებად მოხდეს მათზე გადადება. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ნაკლები იყოს გარეთ სიარული და კონტაქტი“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 148 ადამიანი და გარდაიცვალა 3 მოქალაქე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
თამილა   (28.09.2020)
ასაკიანებში თქვენც შედიხართ ბატონო ამირან და დარჩით სახლში

:(   (28.09.2020)
ამ სახლში დარჩენის გამო და ჩვენი დაცინვის გამო ოცნება რომ ვერ აიღებს ხმებს, მერე დარჩებიან სახლში!

!!!   (28.09.2020)
ბატონო ამირან, ახლა თქვენი დროა სახლში დარჩენის! ჩვენ ვიმუშავებთ და თქვენ დარჩით სახლში!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×