რეზონანსი
28.09.2020

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციაში მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ხედვების თანხვედრაა.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მემორანდუმში, რომელსაც დღეს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი, წარმოდგენილია, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან და ამასთან, საუბარია განათლების სისტემაში საჭირო რეფორმებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიაციაში რიგ საკითხებზე არის აზრთა სხვადასხვაობა, ხედვათ, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე, მომავლის ხედვებზე, იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, ამაზე არსებობს სრული კონსენსუსი და დღევანდელი ხელმოწერა ამის დასტურია. დოკუმენტში მოცემულია ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, როგორ გავამყაროთ ეროვნული ვალუტა, რომელიც დღითითღე უფასურდება ბიძინა ივანიშვილის პირობებში, როგორ შევამციროთ ბიუროკრატიული ხარჯები ქვეყანაში, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატასტროფულად გაიზარდა ბიუროკრატიული ხარჯები იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმი კვებავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ნომენკლატურას, დანარჩენ მოსახლეობას კი წირავს საშიმშილოდ. ასევე, მოცემულია ჩვენი ხედვები განათლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, განათლება არის უმნიშვნელოვანესი სფერო, სადაც სწორი რეფორმები არის წარმატების გარანტი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ოპოზიციაში არის სრული თანხვედრა, ხედვები მნიშვნელოვან საკითხებზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალებით, მას შემდეგ, რაც არჩევნებში გავიმარჯვებთ, ქვეყანას წავიყვანთ სწორი მიმართულებით იმისთვის, რომ გვქონდეს ძლიერი ქვეყანა და ძლიერი ოჯახები“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ოპოზიციურმა პარტიებმა - „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ ოპოზიციას შორის შეთანხმების მესამე ნაწილს მოაწერეს ხელი. როგორც ხელმომწერი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, მემორანდუმის მიზანია, რომ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების” წასვლის შემდეგ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
???   (28.09.2020)
tQVEN ZRUNAVT XALXIS PROBLEMEBZE? TQVEN GAWUXEBT XALXIS BED-IGBALI? ISE TQVEN IXARET TAGLITO GAIDZVERA POLITIKOSEBO POZICIAC DA OPOZICIAC KVELANI XART XROVA MOSULNI XALXIS GASATKAVEBLAD,arcerts ar gekutvnit mxardachera,taglitebo!!!

ბათუმელი   (28.09.2020)
ვაი შენს პატრონს ბოკუჩავა.ნუთუ ვერ ხდები 1ნოემბერს თქვენი ხსენებაც არ იქნება და საბოლაოდ დაწყნარდება თქვენს მიერ გაუბედურებული ეს ქვეყანა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×