რეზონანსი
28.09.2020

ოპოზიციურმა პარტიებმა - „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ ოპოზიციას შორის შეთანხმების მესამე ნაწილს მოაწერეს ხელი. როგორც ხელმომწერი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, მემორანდუმის მიზანია, რომ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების” წასვლის შემდეგ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია იმ ფუნდამენტური რეფორმების პრინციპზე თანხმდება, რომელიც ეკონომიკისა და განათლების სფეროებში უნდა განხორციელდეს.

„ოპოზიცია ვახერხებთ და ვაკეთებთ იმ ფუნდამენტურ რეფორმებზე შეთანხმებას, რომელიც ძალიან სჭირდება ქვეყანას. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური და განათლების რეფორმები. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და ეს არის სწორედ მზადება ახალი თაობის კოალიციური მთავრობისთვის, რომ მოვალთ ხელისუფლებაში, მერე კი არ დავიწყებთ ძებნას, რის გაკეთებას ვაპირებთ, არამედ დღეიდან ვიცით, რომ განათლებაში მეტი დეცენტრალიზაცია უნდა იყოს, მასწავლებელი დაფასებული უნდა იყოს, პოლიტიკური წნეხისგან უნდა გავათავისუფლოთ, ადამიანებს საკუთრება უნდა დავურეგისტრიროთ. მიწის რეგისტრაციის პრობლემა ხალხს არ უნდა ჰქონდეს და ა.შ. მთავარი და ფუნდამენტური არის, რომ ჩვენ ვართ ხალხის საკეთილდღეოდ შეკრებილი ადამიანები. ხელისუფლებაში გვყავს მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალი ადამიანები. ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის და დარწმუნებული ვარ, ამით ძალიან სერიოზულ შედეგზე გავალთ. საქართველო დღეს იმყოფება უმძიმეს კოლაფსურ კრიზისში. ამ კრიზისიდან გამოსავლის გზებზე ვმსჯელობთ და ვაწერთ ხელს”,- განაცხადა ვაშაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×