რეზონანსი
28.09.2020

ვარჯიშიდან შინ მიმავალმა რუსთაველმა შაკო ქუსიკაშვილმა შემთხვევით დაინახა, რომ ახალგაზრდა ქალი ხიდის მოაჯირზე იყო გადასული და გადახტომას აპირებდა, თუმცა გადააფიქრებინა და ჯებირის მეორე მხარეს გადმოიყვანა.

"ვივარჯიშე და პარკიდან რომ ამოვდიოდი მეგონა, მეთევზე იყო, რადგან ხშირად დგანან ხოლმე აქ. რომ მივუახლოვდი მერე დავინახე, რომ გოგო იყო.

თვითონაც დაძაბული იყო, მეც დავიძაბე, რადგან არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. დავინახე, რომ ტელეფონი და საფულე მოაჯირზე ედო და გადახტომას აპირებდა. მეც რომ მივუახლოვდი შეეშინდა, მოვეხვიე და თვითონაც ჩამეხუტა, მერე უცებ ქალბატონები მოვიდნენ და დამეხმარნენ, რომ გადმოგვეყვანა. შემდეგ დავამშვიდეთ კიდევაც", - განუცხადა "ინფო რუსთავს" შაკო ქუსიკაშვილმა.

ახალგაზრდა გოგო მძიმე ემოციურ და შოკურ მდგომარეობაში იყო. სუიციდის მცდელობა კი პირადი პრობლემების გამო ჰქონდა.

"ინფო რუსთავი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×