რეზონანსი
27.09.2020

ვაშაძე აღნიშნავს, რომ რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც „ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს“.

„ლარის კურსი ეს არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც ყოველდღიურად დრამატულად უფასურდება. 450 მლნ დოლარი, ჩვენი ფული მხოლოდ წელს დახარჯულია იმისთვის, რომ ლარის კურსი როგორმე გაამყარონ და შედეგი არის ნული, დღეს დოლარის კურსი 3.33 და ველოდებით კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას. სომხეთსა და აზერბაიჯანში მთელი წლის მანძილზე 1%-იანი ცდომილება აქვს კურსს და დღესაც ასეა, საქართველოში კი 17%-ით გაუფასურდა ლარის კურსი. ანუ თუ იტყვიან, რომ ეს არის გლობალური პრობლემა ან რეგიონის, ეს არის ტყუილი. ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, სადაც კატასტროფულად გაუფასურდა ვალუტა, ეს სწორედ საქართველოა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა! სამი მლრდ ლარით მეტის გადახდა მოუწევს საქართველოში ბიზნესს ან ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში ან ევროში აქვთ აღებული. შემაშფოთებელია ის ციფრი, რომელიც დღეს არის Bloomberg-საერთაშორისო ვალუტით ვაჭრობის ბირჟაზე, ისინი ამბობენ რომ ლარის კურსის საპროგნოზო მაჩვენებელი შეიძლება დაეცეს 3.80-მდე ანუ ლარის კიდევ უფრო კატასტროფულ გაუფასურებას წინასწარმეტყველებენ. ხელისუფლება ამბობს, რომ ეკონომიკა გამოდის კრიზისიდან ჩვენ კი, რეალურად ვხედავთ, რომ კიდევ უფრო მეტ კრიზისში შევდივართ“, – ამბობს ვაშაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×