რეზონანსი
27.09.2020

შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ გულედანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 9 წლის ბავშვია. ის ტირძნისში, 17 სექტემბერს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია; ერთი ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამაკაცია, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს; ერთი „მეგა ტექნიქსის“ თანამშრომელია და ე.წ „რუსთავის კლასტერის“ კონტაქტი, ხოლო ერთი შემთხვევაც 5 სექტემბერს გორში გამართულ ქორწილს უკავშირდება.

რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იყო. შესაბამისად, მათი კონტაქტები უკვე დადგენილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×