რეზონანსი
27.09.2020

წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, თავისუფალ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში.

„ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მოგეხსენებათ, ეს რეფორმები შეფასებულია დადებითად და დღეს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, კარგად ჩანს, რომ ცვლილებები, რაც თუნდაც საარჩევნო კოდექსში განხორციელდა, რეალურად ხელს უწყობს უფრო მშვიდი, უფრო საქმიანი პოლიტიკის შემოტანას ჩვენს ქვეყანაში. ვიტყოდი, რომ წინასაარჩევნო კამპანია, ამ მომენტამდე მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, თავისუფალ გარემოში. მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიის პირობებში საარჩევნო კამპანიის მიმართ შეზღუდვა არ არსებობს და ჩვენ ვეცდებით, არჩევნების დღემდე ქვეყანა მივიდეს მშვიდად და უსაფრთხოდ. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში და მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×