რეზონანსი
27.09.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართება. ვირუსის გავრცელების შესაკავებლად მთავრობა სისტემურ შეზღუდვებსა და ჩაკეტვებს არ გეგმავს, არამედ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელებს მიზნობრივ, ლოკალურ ღონისძიებებს.

„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ. ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძიება, ქმედება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური გადაკეტვები, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოყვება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემი. ამიტომ ვირუსის გავრცელება ნორმალური ცხოვრების პირობებში რომ იყოს შედარებით დაბალი, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად“, – აღნიშნა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გიო   (27.09.2020)
აჯობებს სწავლა ნოემბრიდან დაიწყოს, რადგან უკვე ვითარება შედარებით დასტაბილირებული იქნება. ახლა კი კორონას შემთხვევები მატულობს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×