რეზონანსი
27.09.2020

თაკო ჩარკვიანს, რომელიც 12 სექტემბრიდან კოვიდინფექციას ებრძვის, დღეს კოვიდ-19-ზე მეორე უარყოფითი პასუხი მოუვიდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„ბევრი მირეკავს და მეკითხება, რა არის ეს ვირუსი (კოვიდი) როგორი გადასატანია, მარტივია? რთულია? რა შეგრძნებებია? შევეცდები ავხსნა (არაპროფესიონალურად) რა სირთულე ახლავს ამ ვირუსს. ახლა ავხსნი: 

გაქვს მშრალი ხველა, ვერ სუნთქავ- უკმარისობა ჰაერის გჭირდება ჟანგბადი, წარმოუდგენელი რაოდენობით კარგავს სხეული სითხეს, ანუ ადამიანი რითიც შედგება (უბრალოდ საოცარი- უჩვეულო რაოდენობით), ანუ ელექტროლიტებს, ნატრიუმს, კალიუმს და ა.შ. ეს იწვევს საშინელ სისუსტეს, შესაბამისად, ექიმები გეხმარებიან და აკონტროლებენ და მიდის შევსება ორგანიზმის. მოგეხსენებათ, ელექტროლიტების ასეთი ოდენობით კარგვის დროს ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება, რამაც მძიმე/უმძიმეს შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს პაციენტი. გაქვს მაღალი სიცხე 38 და მეტი ან შეიძლება 37,5. 

რას შვებიან ექიმები ამ დროს? ექიმები ბრწყინვალედ მართავენ ამ ყველაფერს, ანუ ყოველ დღე, ხდება სისხლის ფორმულის კონტროლი (რაც სახლში შეუძლებელია ვფიქრობ). მინდა აღვნიშნო უმაღლესი პროფესიონალიზმი ინფექციური საავადმყოფოს ექიმებისა სრული შემადგენლობით, ( ქ-ნი მარინა ეზუგბაია, ბ-ნი თენგიზ ცერცვაძე, ბ-ნი კახა ჩომახიძე, საერთოდ მთელი შემადგენლობა განყოფილების ხელმძღვანელიდან დაწყებული ყველა ექთნით დასრულებული). 

ეს არ არის საშიში ვირუსი იმ შემთხვევაში თუ დაიჯერებთ და გააანალიზებთ, რომ საშიში და მძიმე ვირუსია. არ მოგკლავთ ეს ვირუსი, თუ სწორად აღიქვამთ, რომ დროულად სჭირდება მიხედვა, რომ ექიმებს არ გაუჭირდეთ მისი მართვა! 

არ ვიცი რამდენად ავხსენი, მთხოვეს მეგობრებმა და დავწერე , რომ მე რაც ვიცი ამ ვირუსის შესახებ მივაწოდო ადამიანებს! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×