რეზონანსი
26.09.2020

ვინმემ მართლაც რომ მოინდომოს ტენდერის მორგება კონკრეტულ კომპანიაზე ეს შეუძლებელია, იმდენი ფილტრია, - ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძე მიკროავტობუსების ტენდერთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ამ საკითხზე ერთ-ერთ ტელეარხზე რეპორტაჟი გავიდა.

„2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში. ვიყავი ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი. მაშინაც ბევრ სიბინძურეს ვისმენდით, როცა არჩევნები მოახლოვდებოდა. ბოლო სამი წელია ვარ დედაქალაქის მერი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ვერცერთი ჟურნალისტი, ვერცერთი ტელევიზია, ვერცერთი ოპონენტი ვერ მოიყვანს ერთ მაგალითს მაინც, რომ კახა კალაძე ვინმეს ბიზნესში ჩაუჯდა, ბიზნესი წაართვა ან ბიუჯეტიდან რამე მოიპარა ან რაიმე კორუფციულ გარიგებაში შევიდა. ამით ვარ უბედნიერესი ადამიანი, ყოველთვის თავაწეული დავდივარ და მეამაყება ჩემი განვლილი ცხოვრება, რომ არავისთვის არაფერი დამიშავებია, არ გამიფუჭებია, არ წამირთმევია არ მომიპარავს. რაც მაქვს შექმნილია ჩემი შრომით, ჩემი სპორტული ცხოვრებით, რითაც ვამაყობ“, - განაცხადა კალაძემ.

25 სექტემბერს მიკროავტობუსების ტენდერთან დაკავშირებულ ბრალდებებს კახა კალაძემ Facebook-ის პირდაპირ ჩართვაში უპასუხა.

„ბრალდება, თითქოს მიკროავტობუსების ტენდერი მორგებული იყო კონკრეტულ კომპანიაზე და ამის სანაცვლოდ კახა კალაძემ ე.წ. „ატკატის“ სახით ძვირადღირებული ავტომანქანა „ლენდ როვერ დეფენდერი“ მიიღო, დეზინფორმაცია და სრული სიცრუეა“, - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (27.09.2020)
კალაძისთანა მერი თბილის არ ყოლია.ერთი თუ შეედრება უგულავა,კაცი მიუხედავად ახალი წლისა,ლასვეგაში კაზინოში თავდაუხრელად შრომობდა მერიისათვის სანდასუფთავების ტექნიკა შეეძინა.

შოთა   (27.09.2020)
ერთი ინაშვილი ხომ იფიცება რუსეთისგან ფულს არ ვიღებო. მეორე ეს, მილიონებს აკეთებენ და თვალში ნაცარს გვაყრიან. შენ ბიჭო დებილები ხომ არ გგონივართ? ბანკსა და ტოტალიზატორს რომ გახსნი კაცი, იმას ფულის შოვნა უყვარს. შენ რომ ქვეყანა და სპორტი გვყვარებოდა, მერი და პოლიტიკოსი კი არ გახდებოდა, ბავშვთა საფეხბურთო სკოლას გახსნიდი და უკვე ნაშოვნი ფულით სიბერემდე ტკბილად და კაცურად იცხოვრებდი. ეგ ზღაპრები ბიძინიეს მოუყევი!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×