რეზონანსი
26.09.2020

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები საჯაროვდება. საქმეში არსებულ ვიდეო და აუდიო ფაილებს ტვ პირველი ასაჯაროვებს.

აუდიო-ჩანაწერები თავად ბაჩალიაშვილის მიერაა გაკეთებული და იქ ძირითადად სამსახურში არსებულ გარემოზეა საუბარი. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დამზადებული ფაილების შინაარსიდან ირკვევა, რომ კომპანია "ზეგ"-ში მისთვის არა განვითარებაზე ორიენტირებული, ჩაგვრის მაპროვოცირებელი გარემო იყო შექმნილი.

ჩანაწერების ნაწილში გოგონა თავის უფროსზე, ნიკა გეჯაძეზე საუბრობს. ის დეტალურად განმარტავს წყენის მოტივებსაც. ნიკასთან ერთად დაღუპული გოგონა ონლაინდღიურებში ვინმე ნინისაც ახსენებს, აღნიშნული სახელი ჩანაწერში რამდენჯერმე გვხვდება.

"ტვ პირველის" ინფორმაციით ბაჩალიაშვილი ნინი ტატანაშვილზე საუბრობს, რომელიც კომპანია "ზეგ" - ის თანამშრომელია. ბაჩალიაშვილი თავის ჩანაწერებსი ამბობს, რომ ტატანაშვილი მას ჩაგრავდა.

"მე ვარ დედოფალი, მე ხომ ნიკასთან ერთად ვარ და რა მნიშვნელობა აქვსო..." - ამბობს ბაჩალიაშვილი.

შვილის მონაყოლი ამბებიდან, ბაჩალიაშვილის მშობლებს ახსოვთ, რომ კომპანია "ზეგ" - ში არაჯანსაღი სამსახურეობრივი პირობები იყო და თანამშრომელთა ნაწილი, უფროსებთან სიახლოვის გამო პრივილეგირებული იყო:

"სამსახურიდან ვიღაც გოგოს ახსენებდა, ძალიან ბევრ პრობლემას მიქმნის მამა, ყელში ამომივიდა მამაო" - ამბობს ბაჩალიაშვილის მამა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (27.09.2020)
მშობლები არიან დამნაშავენი,სათანადო ყურადღება არ დაუთმეს შვილს და ეხლა სამსახურში მჩაგვრელს ეძებენ.

ელზა   (27.09.2020)
ადრე თქვა არაფერს ამბობდა ჩემი შვილიო. მშობლებმა ისიც არ იცოდნენ სად მუშაობდა, სულ ასე ყვებოდნენ და ახლა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ თურმე სამსახურში ჩაგრავდნენ მათ შვილს? ტეაგედია ისაა, რომ ამ გოგოს ვერავინ გაუგო და არავინ შეეცადა მოესმინა მისთვის.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×