რეზონანსი
26.09.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე კვირა რჩება, სანამ ქართველი ხალხი ქვეყანას დაიბრუნებს:

„სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს იმ გარდაუვალ მომენტამდე, როცა საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას და ისევ დაადგება სწრაფი განვითარების და პრობლემების გადალახვის გზას.

მინდა უბრალოდ ვისაუბრო იმაზე, თუ რა პრობლემებია ახლა. პირველ რიგში, ეს არის ვირუსი და მაქვს ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე.

ეს ტემპები გამოიწვია ნაცნობ-მეგობრობით, ჩაწყობით, ძირითადად რუსეთიდან ტურისტების შემოყვანამ აჭარაში და ეს გავრცელდა დანარჩენ საქართველოზე, სასწრაფოდ როგორმე უნდა მოვახდინოთ განეიტრალება, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა პირველ რიგში, ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე, უამრავ ადამიანს მოუსწრაფავს სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ამას აქვს პოტენციალი ბოლომდე გაანადგუროს ისედაც მომსპარი ეკონომიკა. ეს გეგმა ჩვენ გვაქვს“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
დოდო   (27.09.2020)
სულ გარეკა ამ დებილმა.

ბათუ   (26.09.2020)
სისულელეებს ამბობ,აბა რისი რუსეთი? მთელი საქართველო ბათუმში იყო... როგორმე მთავრობას უკბინო და არც ფიქრობ რას ამბობ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×