რეზონანსი
26.09.2020

„არც ერთი კვლევა არ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც რეალურად აქვს გამარჯვების შანსი ისე, რომ არანაირი კოალიცია არ დასჭირდეს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რეალურად, მმართველ პარტიას მოსახლეობის 60%-მდე მხარდაჭერა აქვს.

„მოსახლეობასთან ურთიერთობა და კონტაქტი არასდროს არ გაგვიწყვეტია. ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, ყოველდღიურად მიწევს ურთიერთობა დედაქალაქის მოსახლეობასთან და ძალიან კარგად ვიცი „ქართული ოცნებისისადმი“ განწყობები. ამას ემატება რეგიონებში ჩვენი გასვლები, წარდგენები და იქაც ძალიან ხშირია კომუნიკაცია.

თუ გადავხედავთ ყველა კვლევას, რომელსაც სხვადასხვა ტელევიზია და ორგანიზაცია აქვეყნებს, აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც რეალურად აქვს გამარჯვების შანსი ისე, რომ არანაირი კოალიცია არ დასჭირდეს. რეალურად, რომ შევხედოთ, ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გალელი   (26.09.2020)
ნამდვილად გაიმარჯვებს ოცნების კანდიდატები. არის კი სხვები (უმეტესობა) გამარჯვების ღირსი? მკვლელებს და კრიმინალებს არ ეღირსებათ მეორედ და მესამედ მთავრობაში შემოძვრომა.დამთავრდა მათი გულავი

ჭირლეონე   (26.09.2020)
60 რომ აიღებ მერე მოგეტყნება სუყველაფერი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×