რეზონანსი
26.09.2020

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიოს ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. შედეგად, საიტის თავსართში ჰაკერებმა ჩააშენეს კოდი, რომელიც ხელს უშლის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პირდაპირ წვდომას და მომხმარებლებს ამისამართებს სხვადასხვა, კონტენტთან კავშირში არმყოფ მასალაზე.

ჰაკერული თავდასხმის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვებგვერდი პარალიზებული იყო. თუმცა ტექნიკურმა ჯგუფმა ხარვეზების ნაწილის გამოსწორება შეძლო და გრძელდება პროფილაქტიკური ღონისძიებები რესურსის ჩვეულ სამუშაო რეჟიმში დასაბრუნებლად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მიიჩნევენ, რომ კიბერშეტევა იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავდა როგორც მაუწყებლის მნიშვნელოვანი პლატფორმის დაზიანებას და მისი მუშაობის შეფერხებას, ასევე გამოქვეყნებული მასალების სოციალურ ქსელებში გავრცელებისთვის ხელის შეშლას.

შესაბამისად, მენეჯმენტმა, მომხდარის გამოსაძიებლად სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×