რეზონანსი
26.09.2020

მიგვაჩნია რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და მიემალებოდა გამოძიებას,- ამის შესახებ პროკურორმა, დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის მიმართ პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

დავით გუმბერიძის განცხადებით, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის მიერ ახლი დანაშაულის ჩადენის მთავარი საფრთხეც გამოიკვეთა.

„მოსამართლემ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ტელეფონიდან ამოვიდა ინფორმაცია კონკრეტულად იმ ფაქტზე, რომ ავიაბილეთი ჰქონდა შეძენილი და ეს პიროვნება ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

საჯარო სივრცეშიც მოისმინეთ მისი განმარტება, რომ ამერიკაში აპირებდა წასვლას, რათა ჩაეტარებინა ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა, რაც პროცესზე განაცხადეს, ეს გახლდათ მორიგი სამუშაო ვიზიტი, რასთან დაკავშირებიაც აპირებდა ფურცხვანიძე ქვეყნის დატოვებას. შესაბამისად, იმ საფუძვლებით, რაც ჩვენ გვაქვს, თუნდაც საზღვარაგარეთ მისი საბანკო ანგარიში, ფინანსური შესაძლებლობები, სანაცნობო წრე, რაზეც ის საუბრობდა, ჩატარებული გამოძებით მიგვაჩნია, რომ ეს პიროვნება საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და მიემალებოდა გამოძიებას.

რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურების ნაწილს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია. აქ არის ახლი დანაშაულის ჩადენის მთავარი საფრთხე, რაც ჩვენ დავასაბუთეთ.

კონკრეტულად ის ფაქტი, რომ პიროვნება ახდენს მტკიცებულების განზრახ პირადი მოტივით ფალსიფიკაციას, ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ ეს განმეორებითაც მოხდებოდა, შესაბამისად, შეეცდება გამოძიებისთვის ხელის შეშლას, ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ საქმეს რაზეც თვითონ არის ბრალდებული. ასევე არ არის გამორიცხული ანალოგიური ქმედება ჩაედინა სხვა სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში",-განაცხადა დავით გუმბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×