რეზონანსი
26.09.2020

თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიების თუ რა სახეობა გამოიყენონ დაკავებულის მიმართ.

სხდომას ესწრება თავად ბრალდებულიც. მან მოსამართლის კითხვაზე, სცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, განაცხადა, რომ დუმილის უფლებით სარგებლობს.

"ნება მომეცით, გამოვიყენო კანონით მინიჭებული დუმილის უფლება", - განაცხადა ფურცხვანიძე.

ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ფურცხვანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×