რეზონანსი
26.09.2020

2020 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 6,758 მლრდ დოლარს ანუ 20,746 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 164,248 მლნ დოლარით მეტია.

კერძოდ, 2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 6,594 მლრდ დოლარს ანუ 20,257 მლრდ ლარს აჭარბებდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 925,794 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,014 მლრდ დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,432 მლრდ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - 69,538 მლნ დოლარი;

ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - 1,064 მლნ დოლარი;

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 154,647 მლნ დოლარი;

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 716,859 მლნ დოლარი;

ევროგაერთიანება (EU) - 44,867 მლნ დოლარი;

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 34,701 მლნ დოლარი;

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 208,580 მლნ დოლარი;

სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - 813 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან საფრანგეთი ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 აგვისტოს მდგომარეობით, 1,722 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს გერმანია - 1,523 მლრდ ლარით; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა - 658,010 მლნ ლარით.

სხვა ქვეყნების მიმართ კი სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:

სომხეთი - 18,276 მლნ ლარი; აზერბაიჯანი - 17,449 მლნ ლარი; ავსტრია - 58,729 მლნ ლარი; ჩინეთი - 2,674 მლნ ლარი; ირანი - 13,217 მლნ ლარი; ყაზახეთი - 30,664 მლნ ლარი; კუვეიტი - 24,201 მლნ ლარი; ნიდერლანდები - 1,519 მლნ ლარი; რუსეთი - 132,405 მლნ ლარი; თურქეთი - 33,639 მლნ ლარი; თურქმენეთი - 648 ათასი ლარი; უკრაინა - 212 ათასი ლარი; ამერიკა - 52,417 მლნ ლარი; უზბეკეთი - 232 ათასი ლარი.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (27.09.2020)
როდის, ვინ და როგორ გადაიხდის ამ ვალებს? საშინელი განწყობა მეუფლება, ყელამდე ვალებში ვყოფილვართ ჩართული, რა გვეშველება!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×