რეზონანსი
26.09.2020

დავით ფურცხვანიძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.

დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყნებს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარუდოდ დღეს იმსჯელებს. ბრალდების მხარე ფურცხვანიძისთვის პატიმრობას ითხოვს.

დავით ფურცხვანიძე 25 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მან გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ Whats App-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც თავის მხრივ, ეს ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით. მოცემულ ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ფოტოსურათები არის ყალბი და დამზადებულია მონტაჟის გზით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (26.09.2020)
ფურცხვანიძეს აუცილებლად კანონის გათვალისწინებით უნდა მიესაჯოს,ამასთან გვერდით უნდა მიუსკუპო ავანტიურისტი და ადვოკატთა კორპუსის შემარცხვენელი რამიშვილი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×